მოდი, ნახე, შეცვალე

ერთკვირიანი სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი “მოდი, ნახე, შეცვალე” უკვე მეხუთეჯერ ჩატარდა საქართველოში. მისი მიზანია სტუდენტებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება და საზოგადოებრივ ცვლილებებზე ქრისტიანული ხედვის ჩამოყალიბება.

პროექტის პირველი სამი დღე ეთმობა სხვადასხვა აქტივობებს:  განძის ძიება ქალაქში,  ფოტომარათონი, სხვადასხვა სოციალური აქციები (საგზაო მოძრაობა, აბორტი, შშმ პირთა ინტეგრაცია და სხვ.).  მონაწილეებს ქალაქში გასვლისა და მოსახლეობასთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან, დარგის სპეციალისტებთან გასაუბრების საშუალება ეძლევათ, რაც აფართოვებს სტუდენტის თვალსაწიერს და საკუთარი დასკვნების გაკეთების საშუალებას აძლევთ.

პროექტის მეორე ნაწილში მონაწილეს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ქრისტიანულ ხედვას ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, იმსჯელონ და მიიღონ გადაწყვეტილებები. თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება, მეგობრული და შემოქმედებითი გარემო პროექტს დაუვიწყარ დღეებად აქცევს. პროექტი საერთაშორისოა და ხორციელდება უკრაინის ქრისტიან სტუდენტთა კავშირთან პარტნიორობაში.

2019-09-12T01:18:23+04:00