მთავარი 2019-10-30T19:02:55+04:00

ჩვენ შესახებ

მისია

საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირი არის არასამთავრობო, არაკომერციული სტუდენტური ორგანიზაცია, რომლის მისიაა სტუდენტებში ქრისტიანული ცხოვრების პრინციპების დანერგვა.

ხედვა

საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირის ხედვაა დაფუძნდეს საქართვეელოს ყველა საუნივერსიტეტო ქალაქში და თავისი ჩართულობით საუნივერსიტეტო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხელი შეუწყოს:

– სტუდენტებს პროფესიული განვითარებისა და ქრისტიანული ფასეულობების შათავსებაში;
– საზოგადოებაში ქრისტიანული ფასეულობებით აღჭურვილი ლიდერების ჩამოყალიბებას.

ისტორია

საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირი დაარსდა 1996 წელს, თუმცა ქრისტიანული ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებული სტუდენტური ჯგუფები მანამდეც არსებობდა თბილისის უნივერსიტეტებში. 1996 წლიდან გერმანიაში მსგავსი ორგანიზაციის თანამშრომლების თანადგომით მოხერხდა მოძრაობის ორგანიზაციული მოწყობა.

1998 წლიდან მოძრაობაში აირჩიეს პირველი გენერალური მდივანი და უმაღლესი მმართველობითი ორგანო — სათათბირო. ძველი სახელწოდება სქსმ (საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა მოძრაობა) შეიცვალა სქსკ-თი (საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირით).

1998 და 2000 წლებში ორგანიზაციამ საქმიანობა გაავრცელა საქართველოს სხვა საუნივერსიტეტო ქალაქებშიც, კერძოდ — გორსა და ბათუმში.

ჩვენი გუნდი

შემომწირველთათვის

ყველას, ვისაც გსურთ, სტუდენტებში ქრისტიანული ფასეულობების დანერგვით, სასიკეთო გავლენა მოახდინოთ საქართველოს მომავალზე, შემოგვიერთდით და გახდით ჩვენი პარტნიორი.

საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირი არის არასამთავრობო, არაკომერციული სტუდენტური ორგანიზაცია და საკუთარ ხედვას ახორციელებს შემოწირულობის მეშვეობით. სქსკ-ს ფინანსური მხარდაჭერის სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ნებისმიერი ოდენობის თანხის ანგარიშზე ჩარიცხვა, ვებგვერდის მეშვეობით ან საბანკო ანგარიშიდან.

საბანკო რეკვიზიტები:
სს თი ბი სი ბანკი[ TBCBGE22] ანგ. N: GE97TB7474636020100003 GEL
ანგ. N: GE44TB7474636120100003 USD
(გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითეთ „შემოწირულობა“)

ჩაერთე

საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს. სქსკ სთავაზობს სტუდენტებს საინტერესო დისკუსიებს, კონფერენციებს, ინტერნაციონალურ გარემოს, ექსკურსიებს, სოციალურ პროექტებს და სხვა.

სტუდენტებს საშუალება აქვთ ურთიერთობა ჰქონდეთ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან, გაიზარდონ პიროვნულად, ემოციურად თუ სულიერად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ სტუდენტებს ჰქონდეთ ქრისტიანული ფასეულობებით, შეეძლოთ ამ ფასეულობებით ხელმძღვანელობა საკუთარ პროფესიაში და სასიკეთო გავლენის მოხდენა საზოგადოებაზე.

სქსკ-ს აქვს წარმომადგენლობა საქართველოს 4 საუნივერსიტეტო ქალაქში: თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში.

სტუდენტები ერთიანდებიან ინტერესების მიხედვით სხვადასხვა სადისკუსიო ჯგუფსა თუ კლუბში. ყოველკვირეულ შეხვედრებზე განიხილება სხვადასხვა სოციალური თუ ეგზისტენციალური საკითხები, იმართება ლიდერული თვისებების განმავითარებელი სემინარები, ასევე იმართება დისკუსიები ბიბლიის და თეოლოგიური თემატიკის ირგვლივ.

სემესტრულად სტუდენტებს ვთავაზობთ სხვადასხვა სახის გასვლით ვორქშოპებს და კონფერენციებს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, ვეხმაერბით გაერთიანდნენ პროფესიულ ჯგუფებში, რომლებსაც თავის პროფესიაში პროფესიონალი კურსდამთავრებულები უძღვებიან.

თუ ხარ სტუდენტი ან უფროსკლასელი, გიყვარს საინტერესო ადამიანების გაცნობა, გსურს მეტად იყო ჩართული სტუდენტურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გაინტერესებს რელიგია, ფილოსოფია, კულტურა და კიდევ უამრავი რამ, გიყვარს სიახლეები, დებატები, თამაშები, გსურს გაიფართოვო თვალსაწიერი და გაუზიარო საკუთარი იდეები სხვებს, მაშინ შენი ადგილი სწორედ აქ არის!

გაეცანი და ადევნე თვალი ჩვენს ღონისძიებებსა და პროგრამებს სოციალურ ქსელებში
f/insta : @IFESingeorgia

სქსკ-ს მიზანია დაეხმაროს სტუდენტს იყოს კარგი ქრისტიანი თავის პროფესიაში. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობებს სქსკ-ს კურსდამთავრებულებთან სხვადასხვა ფორმით

კურსდამთავრებულთა სადისკუსიო შეხვედრა:

ახალგაზრდა სპეციალისტები ერთიანდებიან ქალაქის კურსდამთვარებულთა ჯგუფში. შეხვედრები ტარდება ორ კვრიაში/თვეში ერთხელ და მათი მიზანია ურთიერთგამხნევება, სტუდენტობისდროინდელ მეგობრებთან და სქსკ-სთან კონტაქტის შენარჩუნება. შეხვედრები ტარდება თბილისში, ბათუმსა და გორში.

მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: თამთა ბაბუციძე tamta.babucidze@gmail.com

საზღვარგარეთ მყოფი სქსკ-ს კურსდამთავრებულები

სქსკ-ში ვცდილობთ ვიზრუნოთ მათზე ვინც იყო სტუდენტობის წლებში სქსკ-ში და დღეს საზღვარგარეთ იმყოფება. 2 წელიწადში ერთხელ ოქტომბერში სქსკ-ს კურსდამთავრებულები იკრიბებიან შაბათ-კვირას გერმანიაში ერთმანეთთან და სქსკ-სთან კვალ დასაკავშირებლად არაფორმალურ გარემოში.

ამ ჯგუფთან დასაკავშირებლად მიმართეთ მარიამ ჯულუხაძეს: marigordeli@web.de

CROSS-CURRENT – არის პროფესიული კუთხით გაერთიანებული საერთაშორისო ჯგუფები, რომლებიც სამი წლის განმავლობაში, წელიწადში ორჯერ იკრიბებიან. ფუნქციონირებს იურისტების, ეკონომისტების, ბიზნესმენების, მასწავლებლების და ბიბლიის მასწავლებლების მოქმედი ჯგუფები. იგეგმება ასევე მედიკოსების, პოლიტიკოსების და ფსიქოლოგების ჯგუფების შექმნა.

გვსურს, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი სიბრძნე გადაეცეს მომავალ თაობებს. ეს ჯგუფები უნიკალური შესაძლებლობაა გაიზიაროთ დარგის ღვაწლმოსილი სპეციალისტების გამოცდილება, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლობენ, თუ როგორ იყვნენ იესო ქრისტეს და ქრისტიანული პრინციპების ერთგულნი ყოველღიურ პროფესიულ ცხოვრებაში.

თუ გსურთ გაიგოთ მეტი Cross-Current პროგრამის შესახებ, დაუკავშირდით კურსდამთავრებულთა ჯგუფის ადგილობრივ კოორდინატორებს:
ლარისა ლობოვი – gorelova.lobova@gmail.com
ნათია ალთუნაშვილი n.altunashvili@gmail.com

სქსკ თანამშრომლობს საქართველოში არსებულ სხვადასხვა ქრისტიანულ თუ არასამთვრობო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან, რომლებიც იზიარებენ სქსკ-ს ხედვას მთლიანად ან ნაწილობრივ.

თანამშრომლობა გულისხმობს, როგორც რესურსების გაცვლას, ასევე დახმარებას ადამიანური თუ მატერიალური რესურსებით.

ჩაერთე

საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს. სქსკ სთავაზობს სტუდენტებს საინტერესო დისკუსიებს, კონფერენციებს, ინტერნაციონალურ გარემოს, ექსკურსიებს, სოციალურ პროექტებს და სხვა.

სტუდენტებს საშუალება აქვთ ურთიერთობა ჰქონდეთ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან, გაიზარდონ პიროვნულად, ემოციურად თუ სულიერად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ სტუდენტებს ჰქონდეთ ქრისტიანული ფასეულობები, შეეძლოთ ამ ფასეულობებით ხელმძღვანელობა საკუთარ პროფესიაში და სასიკეთო გავლენის მოხდენა საზოგადოებაზე.

სქსკ-ს აქვს წარმომადგენლობა საქართველოს 4 საუნივერსიტეტო ქალაქში: თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში.

სტუდენტები ერთიანდებიან ინტერესების მიხედვით სხვადასხვა სადისკუსიო ჯგუფსა თუ კლუბში. ყოველკვირეულ შეხვედრებზე განიხილება სხვადასხვა სოციალური თუ ეგზისტენციალური საკითხები, იმართება ლიდერული თვისებების განმავითარებელი სემინარები, ასევე იმართება დისკუსიები ბიბლიის და თეოლოგიური თემატიკის ირგვლივ.

სემესტრულად სტუდენტებს ვთავაზობთ სხვადასხვა სახის გასვლით ვორქშოპებს და კონფერენციებს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, ვეხმაერბით გაერთიანდნენ პროფესიულ ჯგუფებში, რომლებსაც თავის პროფესიაში პროფესიონალი კურსდამთავრებულები უძღვებიან.

თუ ხარ სტუდენტი ან უფროსკლასელი, გიყვარს საინტერესო ადამიანების გაცნობა, გსურს მეტად იყო ჩართული სტუდენტურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გაინტერესებს რელიგია, ფილოსოფია, კულტურა და კიდევ უამრავი რამ, გიყვარს სიახლეები, დებატები, თამაშები, გსურს გაიფართოვო თვალსაწიერი და გაუზიარო საკუთარი იდეები სხვებს, მაშინ შენი ადგილი სწორედ აქ არის!

გაეცანი და ადევნე თვალი ჩვენს ღონისძიებებსა და პროგრამებს სოციალურ ქსელებში
f/insta : @IFESingeorgia

სქსკ-ს მიზანია დაეხმაროს სტუდენტს იყოს კარგი ქრისტიანი თავის პროფესიაში. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობებს სქსკ-ს კურსდამთავრებულებთან სხვადასხვა ფორმით

კურსდამთავრებულთა სადისკუსიო შეხვედრა:

ახალგაზრდა სპეციალისტები ერთიანდებიან ქალაქის კურსდამთვარებულთა ჯგუფში. შეხვედრები ტარდება ორ კვრიაში/თვეში ერთხელ და მათი მიზანია ურთიერთგამხნევება, სტუდენტობისდროინდელ მეგობრებთან და სქსკ-სთან კონტაქტის შენარჩუნება. შეხვედრები ტარდება თბილისში, ბათუმსა და გორში.

მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: თამთა ბაბუციძე tamta.babucidze@gmail.com

საზღვარგარეთ მყოფი სქსკ-ს კურსდამთავრებულები

სქსკ-ში ვცდილობთ ვიზრუნოთ მათზე ვინც იყო სტუდენტობის წლებში სქსკ-ში და დღეს საზღვარგარეთ იმყოფება. 2 წელიწადში ერთხელ ოქტომბერში სქსკ-ს კურსდამთავრებულები იკრიბებიან შაბათ-კვირას გერმანიაში ერთმანეთთან და სქსკ-სთან კვალ დასაკავშირებლად არაფორმალურ გარემოში.

ამ ჯგუფთან დასაკავშირებლად მიმართეთ მარიამ ჯულუხაძეს: marigordeli@web.de

CROSS-CURRENT – არის პროფესიული კუთხით გაერთიანებული საერთაშორისო ჯგუფები, რომლებიც სამი წლის განმავლობაში, წელიწადში ორჯერ იკრიბებიან. ფუნქციონირებს იურისტების, ეკონომისტების, ბიზნესმენების, მასწავლებლების და ბიბლიის მასწავლებლების მოქმედი ჯგუფები. იგეგმება ასევე მედიკოსების, პოლიტიკოსების და ფსიქოლოგების ჯგუფების შექმნა.

გვსურს, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი სიბრძნე გადაეცეს მომავალ თაობებს. ეს ჯგუფები უნიკალური შესაძლებლობაა გაიზიაროთ დარგის ღვაწლმოსილი სპეციალისტების გამოცდილება, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლობენ, თუ როგორ იყვნენ იესო ქრისტეს და ქრისტიანული პრინციპების ერთგულნი ყოველღიურ პროფესიულ ცხოვრებაში.

თუ გსურთ გაიგოთ მეტი Cross-Current პროგრამის შესახებ, დაუკავშირდით კურსდამთავრებულთა ჯგუფის ადგილობრივ კოორდინატორებს:
ლარისა ლობოვი – gorelova.lobova@gmail.com
ნათია ალთუნაშვილი n.altunashvili@gmail.com

სქსკ თანამშრომლობს საქართველოში არსებულ სხვადასხვა ქრისტიანულ თუ არასამთვრობო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან, რომლებიც იზიარებენ სქსკ-ს ხედვას მთლიანად ან ნაწილობრივ.

თანამშრომლობა გულისხმობს, როგორც რესურსების გაცვლას, ასევე დახმარებას ადამიანური თუ მატერიალური რესურსებით.

Your Content Goes Here

წიგნები

კონტაქტი

თბილისი

იოსელიანის ქ. 37/157

+995 (593) 282518
info@sksk.ge

ბათუმი

26 მაისის ქ. 58/8

+995 (598) 251236
info@sksk.ge

გორი

ამილახვარის ქ. 5

+995 (557) 977789
info@sksk.ge

ქუთაისი

ნიუპორტის ქ. 9

+995 598 517 308
info@sksk.ge